none
რას ეკითხებიან ჩვენს AI-ს ყველაზე ხშირად?

“რას ეკითხებიან ჩვენს AI-ს ყველაზე ხშირად?”

ზოგადი ინფორმაცია
04.08.2025

როგორც უკვე იცი, mobineX-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა AI ასისტენტის სახით. თუ აქამდე დამოუკიდებლად გიწევდა სხვადასხვა ინტერნეტ პაკეტის ერთმანეთთან შედარება და მათგან საუკეთესო ვარიანტის არჩევა, ამიერიდან, AI კონკრეტულად შენს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების სიას მოგაწვდის. ეს ძიების პროცესს გაგიმარტივებს. აღარც იმაზე მოგიწევს ბევრი ფიქრი, საზღვარგარეთ ყოფნის დროს რამდენი MB-ი გეყოფა. მსგავსი დეტალები რეკომენდაციებში გათვალისწინებული იქნება. 


ერთი სიტყვით, mobineX-ის ახალი ფუნქციონალი კომფორტული და სანდოა. ამ ფუნქციას უკვე ბევრი აბონენტი იყენებს და კმაყოფილიც არის. დღეს კი მოგიყვებით, თუ რას ეკითხებიან ყველაზე მეტად ჩვენს AI-ის. 

როგორ დაგეხმარება AI ინტერნეტ პაკეტის არჩევაში

ჩვენი AI ასისტენტი შენს საჭიროებებზე მორგებულ ვარიანტებს გთავაზობს ზუსტად იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც თავად აწვდი სისტემას. უბრალოდ მიუთითებ, რომელ ქვეყანაში ან ქვეყნებში მიემგზავრები და რამდენი დღით რჩები. ამის შემდეგ AI შემოგთავაზებს ყველაზე ოპტიმალური პაკეტების სიას. რეკომენდაციები ფასის მიხედვით იქნება დალაგებული, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.


ვრცლად ამ საკითხზე წაიკითხე ჩვენი წინა ბლოგი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ინტერნეტ პაკეტი AI ასისტენტის დახმარებით

ყველაზე ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტები ზაფხულის პოპულარული ლოკაციებისთვის

ზაფხული სამოგზაუროდ ყველაზე ცხელი სეზონია. შესაბამისად, იმ აბონენტების რიცხვიც იზრდება, რომლებიც სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს ეძებენ. დღევანდელ ბლოგში თავი მოვუყარეთ ყველაზე პოპულარული ლოკაციების სიას. სწორედ ამ მიმართულებით თხოვენ დახმარებას მომხმარებლები AI ასისტენს ყველაზე ხშირად. 

პორტუგალია და ესპანეთი

წელს ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა საზაფხულო მოგზაურობას პორტუგალია-ესპანეთის მიმართულებით გეგმავს. ხმელთაშუაზღვის სანაპირო, ფერადი ქუჩები, ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანი და ისტორიული კონტექსტი - ეს ყველაფერი მართლაც შესანიშნავი კომბინაციაა, რომ განიტვირთო, ახალ კულტურას ეზიარო და შინ შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდე. რამდენი MB-ი დაგჭირდება დაახლოებით ერთკვირიანი მოგზაურობისთვის ამ ორ მომნუსხველ ქვეყანაში? ქვევით ჩამოთვლილია ის შესაძლო ვარიანტები, რომლებიც AI ასისტენტმა ჩვენს აბონენტებს შესთავაზა. 


ევროპის რეგიონალური პაკეტები

5GB 

  • მოქმედების ვადა 7 დღე 

  • ღირებულება 17 ლ

7GB

  • მოქმედების ვადა 30 დღე

  • ღირებულება 25 ლ

ულიმიტო ინტერნეტი

  • მოქმედების ვადა 7 დღე

  • ღირებულება 63 ლ


მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარება - ინტერნეტთან დაკავშირებული რჩევები ესპანეთში სამოგზაუროდ

საფრანგეთი და შვეიცარია

ევროპის მიმართულებით ასევე პოპულარული არჩევანია შვეიცარია-საფრანგეთი. ლისაბონისგან და მადრიდისგან განსხვავებით, აქ უფრო მშვიდ გარემოში შეძლებ დასვენებასა და განტვირთვას. ჩენმა AI-მ აბონენტებს შემდეგი ალტერნატივები შესთავაზა. 


ევროპის რეგიონალური პაკეტები


7GB

  • მოქმედების ვადა 30 დღე

  • ღირებულება 25 ლ


5GB

  • მოქმედების ვადა 10 დღე

  • ღირებულება 30.50 ლ


ულიმიტო ინტერნეტი

  • მოქმედების ვადა 7 დღე

  • ღირებულება 63 ლ

ხორვატია და სლოვაკეთი

ხორვატია ბოლო რამდენიმე წელია ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელ ლოკაციად იქცა. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ჩვენი აბონენტებიც ხშირად ეძებენ ინტერნეტ პაკეტებს ამ მიმართულებით. თუ შენც აქეთ გაქვს გეზი აღებული, გაეცანი ჩვენი AI-ის რჩევებს. 


ევროპის რეგიონალური პაკეტები

7GB

  • მოქმედების ვადა 30 დღე

  • ღირებულება 25 ლ


ულიმიტო ინტერნეტი

  • მოქმედების ვადა 7 დღე

  • ღირებულება 63 ლ


ბალკანეთის პაკეტი

5GB

  • მოქმედების ვადა 7 დღე

  • ღირებულება 33 ლ

შეჯამება

ჩვენი AI ასისტენტის დახმარებით, უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებ მოგზაურობის დაგეგმვას. შესაძლოა, ზოგიერთ კითხვაზე პასუხი უკვე მიიღე. თუ სხვა ლოკაციების ინტერნეტ პაკეტებიც გაინტერესებს, თავად ჰკითხე AI-ს და პასუხს სულ რამდენიმე წამში მიიღებ.