მზად ხარ წლის ყველაზე ცხელი სეზონისთვის? უკვე მოიფიქრე სად აპირებ ზაფხულის დასვენების დღეების გატარებას? mobineX და Extra.ge კომფორტული და სასიამოვნო მოგზაურობისთვის სპეციალური შეთავაზებით გიბრუნდებიან. გაეცანი საზაფხულო აქციის პირობებს და მიიღე პერსონალური საჩუქარი. თუ რა სიურპრიზი გელოდება წინ, ამას დღევანდელი ბლოგიდან გაიგებ.
საზაფხულო აქცია
16-დან 23 ივლისის ჩათვლით იშოპინგე Extra-ზე და 50 ლარიდან ზევით პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად 1GB სამოგზაურო ინტერნეტი გადმოგეცემა. MB-ებით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ. ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულებას გადაწყვეტ, ქვიშიან სანაპიროზე მზის ქვეშ გარუჯვას, ფესტივალზე საყვარელი შემსრულებლის მოსმენას, ლაშქრობას თუ სამთო კურორტზე განტვირთვას, ჩვენი სამოგზაურო ინტერნეტის დახმარებით მუდმივად კავშირზე იქნები.
Extra - ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში
Extra ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში. eCommerce-ი 150,000-მდე პროდუქტს აერთიანებს. ვებ-გვერდზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეიძინო ყველა ის ნივთი, რომელიც სამოგზაუროდ შეიძლება დაგჭირდეს, იქნება ეს - თავის მოვლის საშუალებები, ელექტრონიკა, ბავშვისა და ოთხფეხა მეგობრების მოვლის პროდუქტები, საკანცელარიო ნივთები და ა.შ. შეკვეთას კურიერი სულ რამდენიმე ხანში შენთვის სასურველ ადგილას მოგიტანს.
სამოგზაურო ინტერნეტი საზაფხულო მოგზაურობისთვის
საზაფხულო მოგზაურობისთვის mobineX-ი ინტერნეტ პაკეტების ფართო არჩევანს გთავაზობს. დაათვალიერე ჩვენი სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების კატალოგი და შეარჩიე შენთვის ყველაზე ოპტიმალური შეთავაზება. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლია AI ასისტენტი დაიხმარო, რომელიც ფასის მიხედვით კონკრეტულად შენს საჭიროებებზე მორგებულ ვარიანტებს შემოგთავაზებს. თვალი გადაავლე ზაფხულის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პაკეტების სიას და აუცილებლად აღმოაჩენ საშენო შეთავაზებას.
mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები
mobineX-ი გთავაზობს ინტერნეტ პაკეტებს, რომლებიც მორგებულია სპეციალურად მოგზაურებსა და ტურისტებზე. გვაქვს როგორც სტანდარტული, ასევე ულიმიტო პაკეტები, 3-დან 30 დღემდე ვადით. შეგიძლია აირჩიო ლოკალური პაკეტი კონკრეტული ქვეყნისთვის ან რეგიონალური, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას ფარავს. ინტერნეტის გააქტიურებას ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული eSIM-ის საშუალებით შეძლებ.
შეჯამება
ზაფხულის თვეებში mobineX-ს აბონენტებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. ეს ის სეზონია, როცა ყველაზე ხშირად ვმოგზაურობთ. საზღვარგარეთ გატარებული დღეებით რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და მოგზაურობის პროცესი რაც შეიძლება გაგიმარტივდეს, თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს და არ გამოტოვო საჩუქრები.
ივლისის აქციის ფარგლებში mobineX-ისა და Extra-ს მომხმარებლებს საჩუქრად შეუძლიათ მიიღონ უფასო MB-ები. იშოპინგე Extra-ზე 16-დან 23 ივლისის ჩათვლით და დაზოგე თანხა სამოგზაუროდ მომზადებისას.