none
სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის სადაზღვევო პაკეტებზე mobineX-ის აბონენტებისთვის

“სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის სადაზღვევო პაკეტებზე mobineX-ის აბონენტებისთვის”

ზოგადი ინფორმაცია
17.07.2025

აბონენტების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. mobineX-ი ქართველი მომხმარებლებისთვის სამოგზაურო პირობების გაუმჯობესებისთვის შეიქმნა. ამ მიზნის მიღწევაში ჩვენი მეგობარი კომპანიებიც გვეხმარებიან. საერთო საქმემ კიდევ ერთ სადაზღვევო კომპანიასთან გაგვაერთიანა. ჩვენი ახალი პარტნიორია - იმედი L. რას მოუტანს ეს სიახლე mobineX-ის აბონენტებს; რა სიურპრიზებს უნდა ელოდო და ვისთვის იქნება სპეციალური შეთავაზებები? - ამ კითხვებზე სულ ცოტა ხანში გიპასუხებთ. 

სამოგზაურო დაზღვევა და უფასო MB-ები

ჩვენი ახალი შეთავაზება გათვლილია იმაზე, რომ მოგზაურობისას თავი უფრო დაცულად იგრძნო. იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის პაკეტის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად mobineX-ის 1GB მობილურ ინტერნეტს მიიღებ. ინტერნეტის გააქტიურება მარტივად შეგიძლია როგორც ჩვენი ვებსაიტიდან, ისე mobineX-ის აპლიკაციის საშუალებით. 

mobineX-ის ინტერნეტი

mobineX-ი გთავაზობს მობილურ ინტერნეტს, რომელიც განკუთვნილია მოგზაურებისთვის და სრულად მორგებულია თანამედროვე საჭიროებებს. აბონენტებს შეუძლიათ შეარჩიონ როგორც სტანდარტული, ისე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები კონკრეტული ქვეყნების, რეგიონების ან გლობალური გამოყენებისთვის. იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს. ინტერნეტის გააქტიურება შესაძლებელია როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ისე eSIM-ის მეშვეობით.

როგორ გავხდე mobineX-ის აბონენტი

mobineX-ის აბონენტი რომ გახდე ძალიან მარტივია - საკმარისია ეწვიო ჩვენს ვებსაიტს ან გადმოწერო mobineX-ის აპლიკაცია. რეგისტრაციისას საჭიროა მიუთითო შენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. შემდეგ აირჩევ, ფიზიკური SIM ბარათი გსურს თუ ელექტრონული eSIM-ი და სასურველი ინტერნეტ პაკეტიც გაგიაქტიურდება. რაც მთავარია, მთელი პროცესი ონლაინ სრულდება, რაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის მოსახერხებელია.

შეჯამება

იმედი L 30 წელია ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული. სიმარტივე და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამ მისიამ გააერთიანა კომპანია mobineX-თან. 


სამოგზაურო დაზღვევა ფარავს: სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, ჰოსპიტალიზაციას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას, გადაუდებელ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას, ასევე ბარგის დაკაარგვას, დაგვიანებასა და რეისის გადადებას. იმედი L-ის მომხმარებლები ამიერიდან საჩუქრად mobineX-ის 1GB მობილურ ინტერნეტს მიიღებენ.