mobineX-ი მუდმივად ცდილობს, მოგზაურობა რაც შეიძლება მარტივ და კომფორტულ გამოცდილებად აქციოს. ჩვენი აბონენტების უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომაც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სანდო სადაზღვევო კომპანიასთან. პარტნიორ კომპანიებს ახლა უკვე არდიც შეუერთდა. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, რას მოიცავს ჩვენი თანამშრომლობა არდისთან და რა განსაკუთრებული უპირატესობებით სარგებლობენ მისი ბენეფიციარები mobineX-ის სერვისებზე.
ექსკლუზიური შეთავაზების პირობები
თუ არდის სამოგზაურო დაზღვევის პაკეტს შეიძენ, 5 დღიანი და 10 დღიანი პოლისის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებ mobineX-ის 1GB მობილურ ინტერნეტს, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოიყენებ. ხოლო 21 ან 30 დღიანი პოლისის შემთხვევაში 3GB სამოგზაურო ინტერნეტი გექნება საჩუქრად.
არდის სამოგზაურო დაზღვევა
არდის სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს, საზღვარგარეთ განსაზღვრული ვადით ვიზიტის დროს, გაუთვალისწინებელ/გადაუდებელ ავადმყოფობასთან ან უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. შემთხვევიდან გამომდინარე, მიიღებ სასწრაფო დახმარების ბრიგადის, ამბულატორიის, ჰოსპიტალის, სტომატოლოგიური კლინიკის და ა.შ. მომსახურებას. დაზღვევა შეგიძლია შეიძინო მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს.
შეჯამება
mobineX-ი თავის აბონენტებს სამოგზაურო ინტერნეტზე გაცილებით მეტს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მოგზაურობა იყოს უსაფრთხო და კომფორტული. სწორედ ამ მიზნით ვთანამშრომლობთ წამყვან და სანდო სადაზღვევო კომპანიებთან. ჩვენი პარტნიორების სიას ახლა უკვე არდიც შემოუერთდა. თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს, გამოიყენე შენთვის ხელსაყრელი შეთავაზებები და იმოგზაურე mobineX-თან ერთად მშვიდად და დაცულად.