mobineX-ი განაგრძობს თავის აბონენტებზე ზრუნვას. შენ, როგორც ჩვენს ერთგულ აბონენტს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო და კეთილმოწყობილ სასტუმროში პატარა საჩუქარი გელოდება.
სპეციალური შეთავაზება mobineX-ის აბონენტებისთვის
იბის ჰოტელი mobineX-ის აბონენტებისთვის მყუდრო და კომფორტული მოსასვენებელი იქნება. ფრენამდე შეგიძლია სასტუმროში გაიარო და რადგან mobineX-ელი ხარ, ლავიონის რესტორანი ყავით გაგიმასპინძლდება. ხანგრძლივი მოგზაურობის წინ ფინჯანი ყავა ლოდინის პროცესს შეგიმსუბუქებს, აეროპორტში შემოწმების გავლამდე გამოგაფხიზლებს და პოზიტიური ენერგიით დაგტვირთავს. იბის ჰოტელი აეროპორტიდან სულ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული. ასე რომ, არ დაიზარო და აუცილებლად გაიარე.
რატომ უნდა ესტუმრო იბის ჰოტელს
იბის ჰოტელი სტუმრებს კომფორტულ, მყუდრო სივრცეს სთავაზობს. სასტუმროში დაგხვდება ულტრა თანამედროვე დიზაინის ინტერიერი - თბილი, ნათელი ფერები, კონტრასტულ ტონალობაში გადაწყვეტილი, რბილი ავეჯი, ბევრი მცენარე, კაშკაშა და ხალისიანი ატმოსფერო, მრავალფეროვანი და გემრიელი კერძები. უახლესი ტექნიკა გარემოს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაისვენო.
mobineX-ის სამოგზაურო ინეტერნეტი
mobineX-ი მოგზაურებსა და ტურისტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე სწრაფ და იაფ მობილურ ინტერნეტს სთავაზობს. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე - ულიმიტო პაკეტებს და ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. შეგიძლია აირჩიო 3, 7, 14, 15 ან 30-დღიანი პაკეტი. ტარიფები იცვლება ქვეყნის მიხედვით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.
იმისთვის, რომ mobineX-ელი გახდე მარტივი სარეგისტრაციო პროცესი უნდა გაიარო, რასაც ონლაინ - საიტის საშუალებით ან აპლიკაციით იზამ. შესაბამის ველში ჩაწერ სახელსა და გვარს, შენს ელექტრონულ მისამართსა და ტელეფონის ნომერს - სულ ეს არის. ამის შემდეგ აირჩევ ფიზიკური SIM ბარათის შეძენა გსურს თუ ვირტუალური ბარათის და გაიაქტიურებ MB-ების სასურველ რაოდენობას.
შეჯამება
mobineX-ი თავის ერთგულ აბონენტებს იბის ჰოტელთან ერთად კომფორტსა და ხარისხიან ინტერნეტს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში იბის ჰოტელი თავისი მყუდრო დასასვენებელი სივრცით ყველა mobineX-ელს ფინჯან ყავაზე ეპატიჟება. ისარგებლე სუპერ შეთავაზებით და შეინარჩუნე მუდმივი კავშირი ინტერნეტთან.