8 აპრილს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი” და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული” შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი პარიზში - „პარკ დე პრენსზე" გაიმართება. ამ მოვლენას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით დიდი ენთუზიაზმით ელის, რადგან ალისონის ტრავმის გამო, ლივერპულის კარს ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ეს კი ნიშნავს, რომ მამარდაშვილს კვარაცხელიას შეტევების წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.
თუ ამ ისტორიული თამაშის სანახავად პარიზში მიემგზავრები, შეგახსენებთ, რომ როუმინგ ინტერნეტის ყიდვა არ დაგავიწყდეს. mobineX-ი საფრანგეთში სამოგზაუროდ მრვალფეროვან ინტერნეტ პაკეტებსა და ხელმისაწვდომ ტარიფებს გთავაზობს.
პსჟ VS. ლივერპული - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის მეოთხედფინალში „პსჟ” და „ლივერპული” შეხვდებიან ერთმანეთს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი მატჩი პარიზში, „პარკ დე პრენსზე" 8 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს ლივერპულში, „ენფილდზე" ჩატარდება. შეგახსნებთ, რომ ეს წყვილი მერვედფინალში უკვე დაუპირისპირდა ერთმანეთს, სადაც პსჟ-მ პენალტების სერიით გაიმარჯვა. საინტერესოა, ამჯერად რა ანგარიშით დაასრულებს ევროპული ფეხბურთის ორი უძლიერესი გუნდი, როცა მათ რიგებში ქართველი ვარსკვლავები იქნებიან.
mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი საფრანგეთში სამოგზაუროდ
საფრანგეთში სამოგზაუროდ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რათა მაღალი სიჩქარითა და ზედმეტი ხარჯების გარეშე მუდმივად კავშირზე იყო. მომხმარებლებს აქვთ სრული თავისუფლება, აირჩიონ მათზე მორგებული ფორმატი, იქნება ეს ტრადიციული ფიზიკური Sim ბარათი თუ თანამედროვე ელექტრონული eSim, რომლის გააქტიურებაც მომენტალურად ხდება.
mobineX-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია სტანდარტული მოცულობის და ასევე ულიმიტო პაკეტები მათთვის, ვინც ინტერნეტს აქტიურად იყენებს. თუ ტური მხოლოდ საფრანგეთით არ შემოიფარგლება, ლოკალური ინტერნეტ პაკეტის მაგივრად, შეგიძლია, ევროპის რეგიონალური პაკეტი შეიძინო, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობისას უწყვეტ ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს.
გაეცანი საფრანგეთის როუმინგ ინტერნეტ პაკეტებს და შეარჩიე შენზე მორგებული ვარიანტი. თუ ინტერნეტ პაკეტის პირობებთან დაკავშირებით კითხვა გაგიჩნდა ან პაკეტის გააქტიურების პროცესში გჭირდება რჩევები, mobineX-ის მხარდაჭერის გუნდი 24/7-ზე მზად არის ნებისმიერ დროს უპასუხოს შენს კითხვებს და გაგიწიოს დახმარება.
როგორ შევარჩიოთ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი AI ასისტენტის დახმარებით
მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც ჩვენი აბონენტები სვამენ, არის: „რამდენი MB მეყოფა?“ მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმაზე სტანდარტული, ულიმიტო, ლოკალური თუ რეგიონალური პაკეტების ფართო არჩევანია, ოპტიმალური ვარიანტის პოვნა ზოგჯერ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, mobineX-მა შექმნა ინოვაციური AI ასისტენტი, რომელიც დაგეხმარება ზუსტად შენი საჭიროებებისა და გეგმების შესაბამისად შეარჩიო საუკეთესო ინტერნეტ პაკეტი, მარტივად და ნებისმიერ დროს. საკმარისია, სისტემაში მიუთითო დანიშნულების ქვეყანა - საფრანგეთი და მოგზაურობის ხანგრძლივობა, რის შემდეგაც AI ასისტენტი მყისიერად შემოგთავაზებს საუკეთესო ღირებულების პაკეტებს.
mobineX - სპორტის გულშემატკივარი
mobineX-ი ქართველი სპორტის მოყვარულების ერთგული მხარდამჭერია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გულშემატკივარმა არ გამოტოვოს არცერთი მნიშვნელოვანი მატჩი, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იმართებოდეს ის. იქნება ეს ფეხბურთი, კალათბურთი, წყალბურთი, კრივი თუ სხვა სახეობა, ჩვენი როუმინგ ინტერნეტით ყოველთვის კავშირზე იქნები და ემოციების მომენტალურად გაზიარებას შეძლებ. mobineX-ი პერიოდულად სთავაზობს აბონენტებს სპეციალურ ფასდაკლებებსა და შეღავათებს კონკრეტული ქვეყნების მიმართულებით, რათა ქართველმა ქომაგებმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ მოგზაურობა და ჩვენი სპორტსმენების გვერდით დგომა ნებისმიერ კონტინენტზე.
შეჯამება
მოემზადე საფრანგეთში მოგზაურობისთვის ისე, რომ მთელი ყურადღება მოედანზე მიმდინარე ისტორიულ დაპირისპირებას დაუთმო. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტითა და მოქნილი პაკეტებით, შენ გარანტირებული გაქვს უწყვეტი კავშირი „პარკ დე პრენსიდან,“ პარიზის ქუჩებიდან. ჩვენი მიზანი ერთია, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ. ისარგებლე საუკეთესო ტარიფებით და გახდი კვარაცხელიასა და მამარდაშვილის დაუვიწყარი შეხვედრის მოწმე mobineX-თან ერთად.
პაკეტები