mobineX-ი თავის აბონენტებს მრავალფეროვან ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს. გვაქვს როგორც სტანდარტული, ისე ულიმიტო პაკეტები, ასევე ლოკალური და რეგიონალური შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნისა თუ რეგიონის მიმართულებით. არჩევანის მრავალფეროვნება ძალიან კარგია, თუმცა აბონენტები ხშირად გვეკითხებიან: „რამდენი MB მეყოფა ჩემი მოგზაურობისთვის?“ სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შევქმენით AI ასისტენტი, რომელიც დაგეხმარება ზუსტად შენი საჭიროებებისა და მოგზაურობის გეგმების შესაბამისად შეარჩიო ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტი, მარტივად და ნებისმიერ დროს.
mobineX-ის ახალი ფუნქციონალი
mobineX-ის ახალი ფუნქციონალი მოგზაურობის დაგეგმვას კიდევ უფრო ამარტივებს. საკმარისია, მიუთითო ქვეყანა ან ქვეყნები, სადაც მიემგზავრები, დღეების რაოდენობა, რა პერიოდითაც აპირებ დარჩენას და ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ასისტენტი საუკეთესო ღირებულების პაკეტებს შემოგთავაზებს. შეთავაზებები დალაგებულია ფასის მიხედვით, რაც გადაწყვეტილების მიღებას მაქსიმალურად ამარტივებს. ასისტენტი ცალკე გაწვდის რეკომენდაციებს როგორც ფიზიკური SIM ბარათისთვის, ისე eSIM-ისთვის.
წაიკითხე ვრცლად ახალი ფუნქციონალის შესახებ ჩვენს წინა ბლოგში: დაგეგმე მოგზაურობა mobineX-თან ერთად - გაიცანი ჩვენი ახალი ფუნქციონალი.
როგორ დაგეხმარება AI ინტერნეტ პაკეტის არჩევაში
mobineX-ის ახალი AI ფუნქციონალის წყალობით, აღარ გიწევს ბევრი ფიქრი იმაზე, რა რაოდენობის MB-ები გეყოფა მოგზაურობისას, სჯობს თუ არა ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი, ან რა განსხვავებაა ლოკალურ და რეგიონალურ შეთავაზებებს შორის. სისტემა შენი დანიშნულების ადგილისა და მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით ავტომატურად გთავაზობს ყველაზე ოპტიმალურ ალტერნატივას. თუ შენს ტელეფონს აქვს eSIM-ის მხარდაჭერა, შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წამში შეიძინო ყველაზე ხელმისაწვდომი და სწრაფი ინტერნეტი.
mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები
mobineX-ი გთავაზობს მრავალფეროვან ინტერნეტ პაკეტებს, რომლებიც მორგებულია სპეციალურად მოგზაურებსა და ტურისტებზე. არჩევანში შედის როგორც სტანდარტული, ასევე ულიმიტო პაკეტები, 3-დან 30 დღემდე ვადით. შეგიძლია აირჩიო ლოკალური პაკეტი კონკრეტული ქვეყნისთვის ან რეგიონალური, რომელიც რამდენიმე ქვეყანას ფარავს ერთდროულად. mobineX-ის ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ისე eSIM-ის მეშვეობით.
შეჯამება
mobineX-ის ახალი AI ფუნქციონალი საგრძნობლად ამარტივებს ინტერნეტ პაკეტის არჩევის პროცესს. აღარ გჭირდება დროის ხარჯვა ინფორმაციის მოძიებაზე ან იმაზე ფიქრი, რომელი პაკეტი იქნება შენთვის ყველაზე ხელსაყრელი. საკმარისია მიუთითო მოგზაურობის ადგილი და ხანგრძლივობა, და სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებს შენზე მორგებულ, ღირებულებით საუკეთესო ვარიანტებს.