none
როგორ შეცვალა mobineX-მა როუმინგ ინტერნეტის სერვისი საქართველოში

“როგორ შეცვალა mobineX-მა როუმინგ ინტერნეტის სერვისი საქართველოში”

ზოგადი ინფორმაცია

დღესდღეობით საქართველოში არაერთი მობილური ოპერატორია, რომელიც მომხმარებლებს ვირტუალური ბარათის საშუალებით სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ჩნდება ახალ-ახალი კომპანიები, რაც ზრდის კონკურენციას და შესაბამისად - ხარისხს. 


სულ რამდენიმე წლის წინ, როცა ქართულ სივრცეში mobineX-ი გამოჩნდა, მაღალი ტარიფების გამო როუმინგ ინტერნეტი მოგზაურების დიდი ნაწილისთვის ფუფუნებას წარმოადგენდა. დღეს კი უცხოეთში გამგზავრებამდე, იქნება ეს ტურისტული თუ სამსახურებრივი მიზნით, ერთ-ერთი პირველი, რასაც ვაკეთებთ MB-ების შეძენაა. ამ ბლოგში განვიხილავთ, როგორ შეცვალა mobineX-მა როუმინგ ინტერნეტ სერვისი საქართველოში.

როდის გამოჩნდა ბაზარზე mobineX-ი

MVNO ტრადიციული მობილური ოპერატორების თანამედოვე და პოპულარული ალტერნატივაა, რადგან აბონენტებს ბევრად უფრო მოქნილ საფასო პოლიტიკასა და დამატებით უპირატესობებს სთავაზობს. mobineX-ი, როგორც ვირტუალური მობილური ოპერატორი, ქართულ სივრცეში 2023 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, უკვე მესამე ზაფხულია, ჩვენს აბონენტებს საუკეთესო როუმინგ შეთავაზებებს ვუკეთებთ. mobineX-ი დგას ქართველი ქომაგების გვერდით ყველა მნიშვნელლოვანი მატჩის დროს და საგულშემატკივროდ ინტერნეტ პაკეტებზე სპეციალურ შეღავათს სთავაზობს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან, E-commerce მაღაზიებთან, კომპანიებთან, რომლებიც მომხმარებლებს ვიზის აღების პროცესში და ფრენასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ჩვენი მიზანია, ყველა ის სერვისი თუ ნივთი, რომელიც სამოგზაუროდ შეიძლება დაგჭირდეს, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. 

mobineX - მოწინავე MVNO

mobineX-ის წყალობით, ქართველი მომხმარებლებისთვის სამოგზაურო ინტერნეტით სარგებლობა დღეს უკვე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. თანდათანობით გაფართოვდა ფიზიკური და ელექტრონული ბარათების დაფარვის არეალი. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვთვქით, რომ შესაძლებელია, როუმინგ ინტერნეტი იყოს ადეკვატურ ფასად და თან უზრუნველყო სტაბილური სერვისი. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი სწრაფი და ხარისხიანია. ლოკალური ოპერატორებისგან განსხვავებით, mobineX-ი საშუალებას გაძლევს ცვალო პროვაიდერები, რაც სტაბილურობის გარანტია. იმ ადგილებში, სადაც 5G ინტერნეტია ხელმისაწვდომი, mobineX-ის როუმინგ ინტერნეტიც ამ სიხშირეზე იჭერს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომ ფასად. 

ქართულენოვანი საინფორმაციო გუნდი

უცხოური მობილური ოპერატორებისგან განსხვავებით, ჩვენი ქართულენოვანი საინფორმაციო გუნდი მზად არის 24/7-ზე დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. დაკავშირება სწრაფად და მარტივად - სატელეფონო ზარის (ტელ: 0322040050), ელ.ფოსტის ([email protected]), Facebook გვერდის, INSTAGRAM გვერდის, TikTok-ის ან mobineX-ის აპლიკაციის დახმარებით არის შესაძლებელი. 

შეჯამება

mobineX-ი არის ვირტუალური მობილური ოპერატორი, რომელმაც ქართველი მოგზაურებისთვის როუმინგ ინტერნეტი გახადა ხელმისაწვდომი. მისი გამოჩენის შემდეგ ბაზარი სულ უფრო ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება. ამ ნაბიჯმა არსებულ და ახალ კომპანიებს მოტივაცია მისცა, მომხმარებლისთვის მის ინტერესებზე ორიენტირებული სერვისები შეეთავაზებინათ. სამომავლოდ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ სიახლეს უნდა ველოდოთ.