none
შეიძინე ავიაბილეთები TKTFLY-ზე და საჩუქრად მიიღე mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი

“შეიძინე ავიაბილეთები TKTFLY-ზე და საჩუქრად მიიღე mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი”

ზოგადი ინფორმაცია
29.07.2025

უკვე გადაწყვიტე წელს სად აპირებ შვებულების გატარებას? მაშინ, დროა, ბილეთებზე ზრუნვაც დაიწყო. რაც უფრო ადრე დაიჭერ თადარიგს, მით უკეთესი. ასე ნაკლები დაგეხარჯება და ბოლო წუთს სანერვიულო არ გექნება. ავიაბილეთების შეძენას სწრაფად და მარტივად TKTFLY-ზე შეძლებ. თანაც TKTFLY-ს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ბილეთებთან ერთად სამოგზაურო ინტერნეტის საკითხიც გადაჭრილი გექნება. 

mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად

31 აგვისტოს ჩათვლით, ყველას, ვინც ავიაბილეთებს TKTFLY-ზე შეიძენს, საჩუქრად მიიღებს mobineX-ის 5GB სამოგზაურო ინტერნეტს. ამგვარად ერთდროულად ორ მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებ - ბილეთებსაც იყიდი და მოგზაურობის განმავლობაში MB-ებიც გექნება. 

TKTFLY-ს მომსახურება

TKTFLY-ზე ხელმისაწვდომია ფრენის ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ონლაინ სერვისი საშუალებას გაძლევს ავიაბილეთები შენთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებში სახლიდან გაუსვლელად შეიძინო. უბრალოდ მიუთითებ მგზავრების რაოდენობას, დანიშნულების ადგილს, რომელი აეროპორტიდან გსურს გაფრენა, გამგზავრების და დაბრუნების თარიღებს და საიტი ყველა შესაძლო ალტერნატივას შემოგთავაზებს.  

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები შექმნილია სპეციალურად მოგზაურებისთვის, რათა თითოეულმა აბონენტმა შეძლოს მარტივად და ხელმისაწვდომად დარჩეს კავშირზე მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. არჩევანი მოიცავს როგორც სტანდარტულ, ისე ულიმიტო პაკეტებს, სხვადასხვა ხანგრძლივობით - 3-დან 30 დღემდე. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ლოკალური პაკეტები კონკრეტული ქვეყნისთვის ან რეგიონალური პაკეტები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანას ფარავს ერთდროულად. mobineX-ის ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ასევე eSIM-ის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მოქნილ და კომფორტულ გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მობილური მოწყობილობისთვის.

შეჯამება

თუ საზაფხულო მოგზაურობას გეგმავ, უკვე დროა ბილეთებისა და ინტერნეტის საკითხზეც იზრუნო. 31 აგვისტოს ჩათვლით TKTFLY-ზე ავიაბილეთების შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებ mobineX-ის 5GB როუმინგ ინტერნეტს. ასე მოგზაურობის დაწყებამდე ორ მნიშვნელოვან საკითხს მოაგვარებ. წინ ბევრი ახალი თავგადასავალი და სამახსოვრო მოგონებებით დატვირთული ზაფხული გელოდება. გაიმარტივე დაგეგმვის პროცესი ჩვენი შეთავაზებების დახმარებით.