none
უკვე იცი მოგზაურობისას რის დათვალიერებას აპირებ? - შეიძინე ბილეთები mobineX-ის აპლიკაციიდან

“უკვე იცი მოგზაურობისას რის დათვალიერებას აპირებ? - შეიძინე ბილეთები mobineX-ის აპლიკაციიდან”

ზოგადი ინფორმაცია
17.07.2025

როგორც წესი, მოგზაურობის დაგეგმვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საცხოვრებელი სახლის დაჯავშნა, ტრანსპორტირების მოგვარება, ლოკაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, აუცილებელი ნივთების სიის შედგენა, ვიზის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საბუთების მომზადება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ადგილის შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევა, იმ სავარაუდო ადგილების ჩამონათვალი, რომელსაც გსურს, რომ მოგზაურობისას ესტუმრო - ამ ყველაფერთან გამკლავება არცთუ მარტივია. 


mobineX-ი მაქსიმალურად ცდილობს, აბონენტებს მოგზაურობასთან დაკავშირებული სტრესი შეუმსუბუქოს. ამაში ჩვენი პარტნიორი კომპანიებიც გვეხმარებიან. ყოველი ახალი შეთავაზების მიზანი სწორედ ესაა. დღეს მოგიყვებით კიდევ ერთ სიახლეზე, რომელიც ტურის დაგეგმვის პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებს. 

Ticket Wizz-ის სერვისი

თუ აქამდე არ შეგიმჩნევია, შენს პირად კაბინეტს ახალი სერვისი დაემატა, რაც Ticket Wizz-ის მომსახურებას გულისხმობს. ამიერიდან, შეგიძლია, ლოკაციის მიხედვით, mobineX-ის საიტზე ან აპლიკაციიდან შეიძინო ტოპ სანახაობების ბილეთები. უბრალოდ მიუთითებ დანიშნულების ადგილს და დაგხვდება მუზეუმების, ღირსშესანიშნაობების, კულტურული ძეგლებისა და ისტორიული მნიშვნელობის მონუმენტების ჩამონათვალი. მათგან შეგიძლია სასურველი ვარიანტები შეარჩიო და წინასწარ შეიძინო ბილეთები. ამგვარად ადგილზე ჩასვლის შემდეგ მსგავს საკითხებზე ზრუნვა აღარ მოგიწევს. მშვიდად მიჰყვები გეგმას, რაც მომენტებით მაქსიმალური სიამოვნების მიღების შესაძლებლობას მოგცემს. 

შეარჩიე შენზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი

ღირსშესანიშნაობების ბილეთებთან ერთად, კარგი იქნება, თუ სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტსაც წინასწარ შეარჩევ. ოპტიმალური ვარიანტის პოვნაში mobineX-ის AI ასისტენტი დაგეხმარება. ხელოვნური ინტელექტი ლოკაციისა და დღეების რაოდენობის მიხედვით საუკეთესო პაკეტებს შემოგთავაზებს. ვარიანტები ფასის მიხედვით იქნება დალაგებული, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

რეგიონალური და ლოკალური ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ის აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია რეგიონალური და ლოკალური ინტერნეტ პაკეტები. ლოკალური ინტერნეტ პაკეტი კონკრეტული ქვეყნისთვისაა განკუთვნილი. რეგიონალური კი უფრო დიდ არეალს ფარავს. ის, თუ რომელია შენთვის ხელსაყრელი, დამოკიდებულია, სად და რამდენი ხნით მიემგზავრები. თუ ერთი კონკრეტული დანიშნულების ადგილი გაქვს, აჯობებს, ლოკალური შეიძინო, ხოლო თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულებას აპირებ, რეგიონალური პაკეტი უფრო გამოგადგება. 

ზაფხულის პოპულარული ინტერნეტ პაკეტები

ზაფხულის სეზონზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები. ჩვენი აბონენტების უდიდესმა ნაწილმა ბოლო თვეებში თურქეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩინეთის, იტალიისა და გერმანიის ლოკალური პაკეტი შეიძინა.  რეგიონალური პაკეტებიდან კი ევროპის მიმართულება ლიდერობს. 


ვრცლად ამ საკითხზე ჩვენს წინა ბლოგში წაიკითხავ - რომელია ზაფხულის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პაკეტები

შეჯამება

mobineX-ის დახმარებით მოგზაურობის დაგეგმვა ბევრად უფრო მარტივია. აქ ერთ სივრცეშია მოქცეული სხვადასხვა ტიპის სერვისი. არა მარტო სამოგზაურო ინტერნეტს შეიძენ, შეგიძლია ტოპ სანახაობების ბილეთებიც აარჩიო, დაზღვევაზე და სავიზო მომსახურებაზე შეღავათები მიიღო და საჭიროების შემთხვევაში, ფრენასთან დაკავშირებული პრობლემებიც გადაჭრა. სწორედ ეს გამოარჩევს mobineX-ს სხვა მობილური ოპერატორებისგან.